Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

რუსეთის სამხედროებმა აფხაზეთში, საოკუპაციო ხაზთან მშენებლობა დაიწყეს

აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამყოფ საოკუპაციო ხაზთან რუსეთის სამხედროებმა მშენებლობა დაიწყეს. სამუშაოები ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონში მიმდინარეობს, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონისგან მდინარე ენგური ჰყოფს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აწარმოებენ უკანონო მშენებლობას. თუმცა, სუსი არ აკონკრეეტებს, რას აშენებენ. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აწარმოებდნენ უკანონო სამუშაოებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია , - აცხადებენ სუსში.

Related news

Latest News
Hashtags:   

რუსეთის

 | 

სამხედროებმა აფხაზეთში

 | 

საოკუპაციო

 | 

ხაზთან

 | 

მშენებლობა

 | 

დაიწყეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources