Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვში ტაძრებს არ დახურავს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვში განლაგებული ტაძრები არ დაიხურება კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად. ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურმა განაცხადა პანდემიის თაობაზე პატრიარქთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის შემდეგ. მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, „თავი შეიკავოს რელიგიური ობიექტების მონახულებისგან“. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში აღნიშნეს, რომ გაგებით ეკიდებიან სამოქალაქო ხელისუფლების რეკომენდაციებს, მაგრამ ამასთან განაცხადეს, რომ „სასულიერო პირების მოვალეობა სრული მოცულობით იქნება აღსრულებული მორწმუნე ადამიანების მიმართ, რომლებსაც აუცილებლად მიაჩნიათ, ამ მძიმე დროს ტაძარში მივიდნენ თავიანთი ახლობლებისა და ჩვენი ხალხისთვის სალოცავად.“

Related news

Latest News
Hashtags:   

რუსეთის

 | 

მართლმადიდებელი

 | 

ეკლესია

 | 

მოსკოვში

 | 

ტაძრებს

 | 

დახურავს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources