Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

ზუგდიდში საქველმოქმედო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი 15 000 ლარით დააჯარიმეს

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა, - იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია. სამინისტროს ცნობით, ორგანიზაციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ 26 მარტს ზუგდიდში, 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ეკა წამალაშვილი საქველმოქმედო აქციის შესახებ „ფეისბუკზე“ წერს: „ჩვენმა ძალიან კარგმა ახალგაზრდებმა ზუგდიდში ვერ გათვალეს, რომ პოლიცია გულხელდაკრეფილი დააკვირდებოდა სანიტარული ხელთათმანებისა და ანტისეპტიკური ხსნარის მისაღებად შეჯგუფებულ ხალხს და არაფერს იღონებდა. ეს ხომ მიშასთან და ენმ-ის სახელთან დაკავშირებული საქველმოქმედო აქცია იყო, ამიტომ უნდა მიეშვათ. დარწმუნებული ვარ, დავალებაც ჰქონდათ. ამის ხაზგასმით მე არ ვამართლებ ცუდ ორგანიზებას. ორგანიზატორებს ამაზე წინასწარ უნდა ეფიქრათ“. ამასთან წამალაშვილი თბილისის მერის კახა კალაძის ფოტოებს აქვეყნებს და აღნიშნავს: „ზუგდიდში ხალხი ღია სივრცეში შეჯგუფდა. კალაძის გარშემო კი დახურულ სივრცეში. დღევანდელი კადრია. არც გარეთ და მით უფრო ღია სივრცეში არ დავუშვათ ხალხმრავლობა. დარჩით სახლში“. ზუგდიდის ბულვარში პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარებისა და ხელთათმანების უფასოდ დარიგების აქციას ხალხმრავლობა მოჰყვა. მოქალაქეები ჯგუფურად შეგროვდნენ, ისე რომ დისტანცია არ დაუცვიათ. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, რომლის მოწოდების მიუხედავადაც, მოქალაქეებმა წესრიგი არ დაიცვეს. აქცია „ახალი ლიდერების“ ინიციატივითა და „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მხარდაჭერით ჩატარდა. „ახალი ლიდერების“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არეულობა მოქალაქეებმა შექმნეს, რადგან ისინი წესრიგის დაცვისკენ მოწოდებებს არ ემორჩილებოდნენ. მისი სიტყვებით, ადგილზე იყო პოლიციაც და მოუწოდებდა მოსახლეობას, რომ დაეცვა წესრიგი, დისტანცია, მაგრამ დაახლოებით 50-მდე ადამიანმა უცებ მოახდინა ამ ინვენტარის დატაცება. შექმნილი ვითარების გამო ბოდიში მოიხადეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა. 

Related news

Latest News
Hashtags:   

ზუგდიდში

 | 

საქველმოქმედო

 | 

აქციის

 | 

ორგანიზატორი

 | 

ლარით

 | 

დააჯარიმეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources