Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

„ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ზუგდიდის სქველმოქმედო აქციის გამო ბოდიშს იხდიან

ზუგდიდში გამართულ საქველმოქმედო აქციის გამო, რომელსაც ხალხმრავლობა მოჰყვა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ბოდიშს იხდიან. პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ფეისბუკზე“ დაწერა: „ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე. სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩვენი მოქალაქეებისათვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში - რიგის, დისტანციის დაცვით. ზუგდიდში კი, იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომაც რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ზუგდიდში პოლიცია არ გვეხმარებოდა დისტანციის რეგულირებაში“. როგორც მელია აღნიშნავს, საფრთხის გაანალიზების შემდეგ დარიგება შეწყდა, რაც არ ამართლებს ორგანიზატორებს. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე სათქმელს რამდენიმე პუნქტად აყალიბებს:   „ზუგდიდზე: არ მინდა რევერანსები.. პირდაპირ ვიტყვი: - ორგანიზატორებს უნდა გაეთვალათ, რომ სოციალური დისტანციის პრობლემა შეიძლებოდა დამდგარიყო ხალხს იმდენად უჭირს; - მოხალისეები არ იყვნენ საკმარისი რაოდენობით; - სახლებში უნდა დარიგებულიყო; - ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა; - ახალგაზრდები გულწრფელად აკეთებენ სიკეთეს; - პირბადეები და ხსნარები რომ არ იშოვება - ეს არის კატასტროფა და ხალხი სასოწარკვეთილია, ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება; - სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა აქამდე არიგებდა და არანაირი პრობლემა არ ყოფილა; - მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ ყველამ რისკები და საფრთხეები. - ძვირფასო პოლიციელებო - კანონის აღსრულება და ადამიანების დახმარება თქვენი უპირველესი მანდატია; - მთელი ამ პერიოდის მანძილზე ქულების მოპოვება კი არა, კრიტიკასაც ფრთხილად ვეკიდებით. ნუ გამოიყენებს ხელისუფლება ამ რთულ პერიოდში პოლიტიკურად ყველა თემას. - სხვას რაზეც ვაკრიტიკებთ - ჩვენ მაქსიმალურად იმის საპირისპირო უნდა გავაკეთოთ.. მადლობა გულწრფელ კრიტიკოსებს და გულშემატკივრებს“. ზუგდიდის ბულვარში პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარებისა და ხელთათმანების უფასოდ დარიგების აქციას ხალხმრავლობა მოჰყვა. მოქალაქეები ჯგუფურად შეგროვდნენ, ისე რომ დისტანცია არ დაუცვიათ. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, რომლის მოწოდების მიუხედავადაც, მოქალაქეებმა წესრიგი არ დაიცვეს. აქცია „ახალი ლიდერების“ ინიციატივითა და „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მხარდაჭერით ჩატარდა. „ახალი ლიდერების“ წარმომადგენელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არეულობა მოქალაქეებმა შექმნეს, რადგან ისინი წესრიგის დაცვისკენ მოწოდებებს არ ემორჩილებოდნენ. მისი სიტყვებით, ადგილზე იყო პოლიციაც და მოუწოდებდა მოსახლეობას, რომ დაეცვა წესრიგი, დისტანცია, მაგრამ დაახლოებით 50-მდე ადამიანმა უცებ მოახდინა ამ ინვენტარის დატაცება.

Related news

Latest News
Hashtags:   

„ნაციონალური

 | 

მოძრაობის

 | 

ლიდერები

 | 

ზუგდიდის

 | 

სქველმოქმედო

 | 

აქციის

 | 

ბოდიშს

 | 

იხდიან

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources