Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

ავსტრიიდან საქართველოს 175 მოქალაქე დაბრუნდა

ვენა-თბილისის ავიარეისით საქართველოში 175 მოქალაქე დაბრუნდა. „რუსთავი 2”-ის ცნობით, მათ შორის არიან ისინი, ვისი ბილეთებიც 22 მარტის რეისზე გაუქმდა. ყველა მგზავრი საკარანტინო ზონაში გადავა. ვენაში საქართველოს მოქალაქეების მობილიზება მოხდა გერმანიიდან და სლოვაკეთიდანაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს განრიგით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით, შემდეგი რეისები შესრულდება: 31 მარტი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი; 3 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი; 4 აპრილი - თბილისი-ლონდნი-თბილისი („ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს მის მიერ დანიშნულ გეგმურ  რეისს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი ამბობს,  პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერის მითითებით, ბილეთის ფასი 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს).   7 აპრილი - თბილისი-ათენი-თბილისი; 10 აპრილი - თბილისი-ლარნაკა-თბილისი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისრტოში განმარტავენ, რომ პოლონეთში მყოფ საქართვველოს მოქალაქეებს კომერციული რეისითაც შეუძლიათ სარგებლობა. პოლონეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 28 მარტს ავიაკომპანიას LOT Polish Airlines დაგეგმილი აქვს ავიარეისი ვარშავა-თბილისის მიმართულებით. რეისი შესრულდება 07:15 საათზე. საქართველოში გამგზავრების მსურველებს ბილეთის შეძენა შეუძლიათ ავიაკომპანიის ვებგვერდზე. „შეგახსენებთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას საქართველოში წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 3 აპრილს დაანონსებული ავია-რეისი რჩება ძალაში!“ - აცხადებს საელჩო.  

Related news

Latest News
Hashtags:   

ავსტრიიდან

 | 

საქართველოს

 | 

მოქალაქე

 | 

დაბრუნდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources