Friday 10 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვი მოათავსეს

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოში დღეს შეიყვანეს 2 წლის ბავშვი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკის დირექტორის, კახა იშხნელის განმარტებით, ბავშვი ცნობილი კლასტერის კიდევ ერთი მორიგი შემთხვევაა და იგი ოჯახის წევრებთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ბავშვის ბებია და ბაბუა არიან ინფიცირებულები: „თვითონ მშობლები არ არიან დაინფიცირებული, დედას უწევს ყოფნა ბავშვთან ერთად, - განაცხადა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა კახა იშხნელმა. ექიმის თქმით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ​ამავე საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტის მეგი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ბავშვი ფაქტობრივად უსიმპტომოა, უტარდება კვლევები და დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა.  STOPCOV.GE-ის მონაცემებით 26 მარტის 19 საათისთვის საქართველოში ახალი კორონავურუსის 79 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა - 10. 

Related news

Latest News
Hashtags:   

ბოჭორიშვილის

 | 

კლინიკაში

 | 

კორონავირუსით

 | 

ინფიცირებული

 | 

ბავშვი

 | 

მოათავსეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources