Friday 10 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

ევროკავშირი შენგენის ზონის შექმნის 25-ე წლისთავს აღნიშნავს დახურული საზღვრების პირობებში

ხუთშაბათს ევროკავშირი აღნიშნავს მის წევრ ქვეყნებს შორის ღია საზღვრების თაობაზე ხელმოწერილი ე.წ. შენგენის ხელშეკრულების 25-ე წლისთავს. იუბილე ემთხვევა პერიოდს, როცა ევროკავშირის ქვეყნების საზღვრები დახურულია კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად. შენგენის ხელშეკრულება 1995 წლის 26 მარტს შევიდა ძალაში. თავდაპირველად სასაზღვრო კონტროლი გაუქმდა საფრანგეთს, გერმანიას, ბელგიას, ნიდერლანდს, ესპანეთსა და პორტუგალიას შორის. შემდეგ თვეებსა და წლებში მათ სხვები შეემატნენ. ამჟამად შენგენის ზონაში 26 წევრია, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი შვეიცარია და ნორვეგიაც. როგორც ევროპის კომისიის შიდა მემორანდუმშია ნათქვამი, „COVID-19-ის ეპიდემიას სერიოზული დამანგრეველი ზემოქმედება აქვს ევროპაში საზღვრებს მიღმა მობილურობასა და ტრანსპორტზე.“  25 მარტის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეზღუდვები შემოიღო ან საზღვრები დახურა ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ გარდა ჩრდილოეთ ირლანდიისა, რომელიც არ არის შენგენის ზონის წევრი და არა აქვს საერთო საზღვრები ევროკავშირის სხვა წევრებთან მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი გავიდა კავშირიდან. ევროკავშირის ხუთი წევრის გარდა ყველა ქვეყნის აეროპორტებში მოქმედებს მკაცრი რეჟიმი. ევროკომისიის დოკუმენტის თანახმად, ასეთმა ზომებმა შესაძლოა პრობლემა შექმნან საქონლით, მათ შორის მედიკამენტებით მომარაგებაში. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი ხუთშაბათს გამოვიდა მოწოდებით, რაც შეიძლება მალე გაუქმდეს კონტროლი და გაიხსნას საზღვრები. შენგენის ზონის თაობაზე თავდაპირველ შეთანხმებას ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ათი წლით ადრე, 1985 წელს მოაწერეს ხელი გერმანიამ, საფრანგეთმა, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდმა და ბელგიამ.

Related news

Latest News
Hashtags:   

ევროკავშირი

 | 

შენგენის

 | 

ზონის

 | 

შექმნის

 | 

წლისთავს

 | 

აღნიშნავს

 | 

დახურული

 | 

საზღვრების

 | 

პირობებში

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources