Thursday 29 October 2020
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 7 month ago

უკრანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ირანში სარეკორდოდ მაღალია COVID-19-ით სიკვდილიანობა

26 მარტს ირანმა COVID-19-ით გარდაცვალების 157 ახალი შემთხვევის შესახებ გამოაცხადა. ამგვარად, ამ მომენტისთვის ირანში 2234 ადამიანია გარდაცვლილი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებით. ჯანდაცვის მინისტრმა კიანუშ ჯაჰანპურმა პრესკონფრენციაზე გამოაცხადა, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაავადებით სარეკორდო რაოდენობის ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურებულია ინფიცირების 29406 შემთხვევა. ჯაჰანპურის თქმით, ირანში კორონავირუსის გავრცელება და ინფიცირებულთა რიცხვი „განუხრელად იზრდება“. კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად, დღეიდან, 26 მარტიდან ირანში აიკრძალა ქვეყნის შიგნით, ქალაქებს შორის მიმოსვლა. ირანში მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მოქალაქეებს სახელმწიფო ტელევიზიით აცნობეს. სხვა ქალაქებში მყოფი ირანელები სახლებში დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდნენ და გზად არსად არ უნდა გაჩერდნენ. ისლამური რესპუბლიკის მთავრობა შიშობს, რომ ქვეყანას კორონავირუსის აფეთქების მეორე ტალღა ემუქრება, რადგან ნოვრუზის დღესასწაულის გამო, ბევრმა ირანელმა დაარღვია სახლში ყოფნის მითითება.


Latest News
Hashtags:   

უკრანასკნელი

 | 

ღამის

 | 

განმავლობაში

 | 

ირანში

 | 

სარეკორდოდ

 | 

მაღალია

 | 

COVID

 | 

სიკვდილიანობა

 | 

Sources