Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

კელი დეგნანი: დღეს მე სახლიდან ვმუშაობ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ავრცელებს ვიდეომიმართვას, რომელშიც აღნიშნავს, რომ ამერიკის საელჩოში განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს მთავრობის, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროაქტიული ძალისხმევისათვის ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ. ელჩი მადლობას უხდის ასევე სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მესაზღვრეებს, პოლიციას დ საჯარო მოხელეებს პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული შრომისა და გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის.  ამერიკის ელჩი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ სახლიდან მუშაობს და ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რჩევებსა და რეკომენდაციებს. იგი მოუწოდებს მოქალაქეებს თავადაც  ანალოგიურად მოიქცნენ და  შეასრულონ საქართველოს ხელისუფლებისა და ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციები. მათ შორის დისტანციურად იმუშაონ სახლიდან, სახლიდან გასვლის შემთხვევაში კი მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და დაიცვან ერთმანეთს შორის ორმეტრიანი დისტანცია. კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში საუბრობს  ახალი კორონავირუსის პრევენციის იმ ღონისძიებებზეც, რომლებიც თავის მხრივ გაატარა ამერიკის საელჩომ საქართველოში. „საგანგებო ვითარების პირობებში შევზღუდეთ საელჩოს ფუნქციონირება, საელჩომ შეწყვიტა ვიზიტორების მიღება. ვახორციელებთ მხოლოდ გადაუდებელ სავიზო გასაუბრებებსა და ამერიკის მოქალაქეთა მომსახურებას. ეს სერიოზული ნაბიჯებია და ემსახურება ვირუსის გავრცელების შეკავებას. გვსურს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და შევამციროთ დაინფიცირების შანსები, რაც შეუმსუბუქებს ტვირთს ამ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ექიმებს, ექთნებს, პოლიციელებს და სხვებს, რომლებიც საკუთრი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად გვეხმარებიან ჩვენ“, - ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში. იგი მოუწოდებს საქართველოში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს, დაემორჩილონ საქართველოს მთავრობისა და სამედიცინო ექსპერტების მითითებებს და კონტაქტზე იმყოფებოდნენ  აშშ-ის საელჩოსთან, რომელიც, კელი დეგნანის თქმით, ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად.  „ვიცი, ზოგიერთი თქვენგანი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა გაუქმებული ფრენებისა და მგზავრობებზე შეზღუდვის გამო. მესმის, რომ თქვენ შეიძლება, ცდილობდეთ ამერიკაში, საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას. ჩვენი საელჩოს ზოგიერთი თანამშრომელიც მსგავს სიტუაციაშია. გარწმუნებთ, რომ ჩემი გუნდი და მე ყველაფერს ვაკეთებთ ვაშინგტონთან კოორდინირებულად, რათა გამოვძებნოთ თქვენი დახმარების გზები , - აღნიშნავს ელჩი მიმართვაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს.  

Related news

Latest News
Hashtags:   

დეგნანი

 | 

სახლიდან

 | 

ვმუშაობ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources