Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

27 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.48 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. 27 მარტისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი - 3.4842  ლარი (26 მარტი - 3.4576​); 1 ევრო - 3.8159  ლარი (26 მარტი - 3.7370) 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.1650 ლარი (26 მარტი - 4.1190); 100 რუსული რუბლი - 4.4618 ლარი (26 მარტი - 4.4135); 1 თურქული ლირა - 0.5415 ლარი (26 მარტი - 0.5389). 26 მარტს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.4550 ლარი. 26 მარტს ზოგი კომერციული ბანკის გაცვლითი კურსი: TBC ბანკში 1 აშშ დოლარი 3.51 ლარი ღირს. „საქართველოს ბანკში 26 მარტის კომერციული გაცვლითი კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი - 3.54 ლარი. 26 მარტს ზოგ სავალუტო ჯიხურში 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.53 ლარად არის შესაძლებელი.  25 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შემდეგ საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით 3.4563 შეადგინა. ლარის მკვეთრი გაუფასურება საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების შემდეგ დაიწყო. 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 79 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა - 10; კარანტინის რეჟიმში 4346 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში - 247 21 მარტიდან ქვეყანაში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი.

Related news

Latest News
Hashtags:   

მარტის

 | 

ოფიციალური

 | 

გაცვლითი

 | 

კურსი

 | 

დოლარი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources