Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

პაატა იმნაძე: უახლოესი კვირები უნდა ვემზადოთ დაავადების ზრდისთვის

საქართველოშიკორონავირუსის გავრცელების პიკი მას შემდეგ დასახელდება, რაც ქვეყანაში მასობრივი შიდა გავრცელება დაიწყება,- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ. მისი სიტყვებით მომავალ კვირაში მოსალოდნელია დაავადების გავრცელების მასშტაბის ზრდა. „მესმის, რომ ყველას აინტერესებს რა მოხდება, მაგრამ როდესაც დაიწყება ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება, მას შემდეგ ვიტყვით, როდის გავალთ პიკზე და დავასახელებთ ამ დროს. მანამდე უახლოესი კვირები უნდა ვემზადოთ დაავადების ზრდის, შემთხვევების მატებისთვის“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. მისი სიტყვებით, საქართველოში პირველი ინფიცირებულის გამოვლენიდან 1 თვის თავზე, შეიძლება ითქვას, რომ გატარებული ღონისძიებები ეფექტურია. „დღეს არის ერთი თვე, რაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა დადასტურდა. თუ ავიღებთ ჩვენნაირი ქვეყნების გამოცდილებას, ჩვენნაირი მოსახლეობით, შეიძლებოდა სამჯერ და ოთხჯერ მეტი შემთხვევები ყოფილიყო ქვეყანაში, რომ არა ის ღონისძიებები, რაც გატარდა“,- განაცხადა პაატა იმნაძემ. 26 მარტის 16:30 წუთს მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 79 ადამიანი, 10 გამოჯანმრთელებულია. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმშია-4346, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ-247 ადამიანი.

Related news

Latest News
Hashtags:   

პაატა

 | 

იმნაძე

 | 

უახლოესი

 | 

კვირები

 | 

ვემზადოთ

 | 

დაავადების

 | 

ზრდისთვის

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources