Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

ჯერომ პაუელის თქმით, ეკონომიკურ ზომებს კორონავირუსთან ბრძოლა გვიკარნახებს

აშშ „სავსებით შესაძლებელია, რეცესიაში იმყოფებოდეს“, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა გვიკარნახებს, როდის იქნება შესაძლებელი ეკონომიკის სრულად გახსნა, განაცხადა ხუთშაბათს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. „ჩვენ არა ვართ პანდემიის ექსპერტები... იქით ვიხრებით, რომ ექსპერტებს დავუჯეროთ. დოქტორმა ფაუჩიმ თქვა, რომ გრაფიკს ვირუსი განსაზღვრავს და ეს სწორად მიმაჩნია,“ თქვა პაუელმა. მან იგულისხმა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი, რომელიც თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრივ ჯგუფში შედის. „უპირველესი ამოცანაა ვირუსის გავრცელებაზე კონტროლი და შემდეგ ეკონომიკური საქმიანობის განახლება“, დასძინა პაუელმა. აშშ-ის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის შენიშვნა ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლების პოზიციას, რომლებიც ეკონომიკის უფრო სწრაფად გახსნას ითხოვენ. თავად პრეზიდენტმა თქვა, რომ სურს, აღდგომისთვის ეკონომიკა „ჩქეფდეს“.

Related news

Latest News
Hashtags:   

ჯერომ

 | 

პაუელის

 | 

თქმით

 | 

ეკონომიკურ

 | 

ზომებს

 | 

კორონავირუსთან

 | 

ბრძოლა

 | 

გვიკარნახებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources