Thursday 9 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსზე 100-მდე ადამიანი შეამოწმეს

sაქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ბოლნისისა მარნეულის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის შემდეგ 100-მდე ადგილობრივს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 40 ათასზე მეტი ადამიანი იყო გამოკვლეული ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ და 100-მდე ადამიანს აუღეს შესაბამისი ნაცხი და ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული გვაქვს პასუხები , - თქვა მინისტრმა. ერთ-ერთ შემთხვევაზე მან დღევანდელ ბრიფინგზეც ისაუბრა. საქართველოში ინფიცირებული 79 ადამიანიდან ერთი ფეხმძიმე ქალია. ის ერთ-ერთი იყო იმ 100-მდე ადამიანისგან, რომელთაც მარნეულსა და ბოლნისშიც კვლევა ჩაუტარდათ. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 79 შემთხვევაა. კარანტინის გამო ჩაიკეტა მარნეულისა და ბოლნისის რაიონები.

Related news

Latest News
Hashtags:   

მარნეულსა

 | 

ბოლნისში

 | 

კორონავირუსზე

 | 

ადამიანი

 | 

შეამოწმეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources