Friday 10 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

აბდულა აბდულა: თალიბების განთავისუფლება სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს

ავღანეთის ყოფილმა მთავარმა აღმასრულებელმა აბდულა აბდულამ განაცხადა, რომ თალიბი პატიმრების განთავისუფლება სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს და ხელს შეუწყობს ავღანეთში სამშვიდობო პროცესს. აბდულამ ეს განცხადება 26 მარტს გააკეთა მას მერე, რაც წინა დღით ავღანეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ გამოაცხადა, რომ მთავრობის წარმომადგენლები თალიბანის დელეგაციასთან შესახვედრად ემზადებიან გასამხედროებული დაჯგუფების პატიმრობაში მყოფი წევრების გასათავისუფლებლად. თალიბანისა და ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები პირისპირ შეხვდებიან უახლოეს დღეებში, რათა მოილაპარაკონ 31 მარტამდე პატიმრების განთავისუფლების თაობაზე.

Related news

Latest News
Hashtags:   

აბდულა

 | 

აბდულა

 | 

თალიბების

 | 

განთავისუფლება

 | 

სარგებელს

 | 

მოუტანს

 | 

ორივე

 | 

მხარეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources