Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

თეირანი უარყოფს, რომ აქვს ცნობა აშშ-ის FBI-ის ყოფილი აგენტის ასავალ-დასავლის შესახებ

თეირანმა უარყო, რომ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად არის რობერტს ლევინსონი, რომლის თაობაზე აშშ-მა „სრული ანგარიშის“ ჩაბარება მოითხოვა. გავრცელდა ცნობა, რომ ლევინსონი ირანის საპატიმროში გარდაიცვალა. ირანმა ადრეც არაერთხელ განაცხადა, რომ მისმა ოფიციალურმა უწყებებმა არაფერი იციან „ლევინსონის ადგილსამყოფელის შესახებ და ის არ არის ირანის საპატიმროში, ეს ფაქტები არ შეცვლილა“, განაცხადა ტვიტერით 26 მარტს ალირეზა მირიუსეფიმ, გაეროში ირანის მისიის წარმომადგენელმა. ეს ცნობა გავრცელდა მას მერე, რაც აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ლევინსონი ალბათ „რაღაც დროის წინ“ გარდაიცვალა.  ეს თქვა თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, რობერტ ო’ბრაიენმა 25 მარტს ამერიკელის შესახებ, რომელიც 58 წლისა იყო, როცა ირანში დააპატიმრეს 13 წლის წინ. ირანმა „სრულ ანგარიში“ უნდა მოგვცეს იმის თაობაზე, თუ რა დაემართა ბობ ლევინსონს, სანამ აშშ შეძლებდეს მთლიანად მიიღოს, რა მოხდა ამ საქმის გარშემო“, დასძინა ო’ბრაიენმა. ლევინსონის ოჯახმა უფრო ადრე განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობისგან მიიღო ცნობა ლევინსონის სავარაუდო ბედის თაობაზე.

Related news

Latest News
Hashtags:   

თეირანი

 | 

უარყოფს

 | 

ცნობა

 | 

ყოფილი

 | 

აგენტის

 | 

ასავალ

 | 

დასავლის

 | 

შესახებ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources