Friday 10 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

სომხეთმა COVID-19-ის პაციენტები მსუბუქი სიმპტომებით, შეიძლება სასტუმროებში მოათავსოს

სომხეთის მთავრობა აპირებს გადაიხადოს სასტუმროებში ოთახების საფასური და პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვთ, იქ მოათავსოს. ამ იდეის განხილვა იყო სომხეთის მთავრობის თათბირზე, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თავმჯდომარეობდა. პრემიერის თქმით, ამ ნაბიჯებით მთავრობას სურს დაეხმაროს სასტუმროების ბიზნესს, რომლსაც დიდი დარტყმა მიაყენა კორონავირუსის პანდემიამ. ფაშინიანმა მოუწოდა სასტუმროების მფლობელებს, დაიწყონ შეთავაზების განხილვადა წარმოადგინონ საუკეთესო ფასები. „ეკონომიკის თვალსაზრისაც სარფიანია ეს საქმე და კარგია, ასევე სასტუმროებისთვის, რომლებიც სინამდვილეში, ცარიელია“. განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ მთავრობას ამ ვითარებაში კორონავირუსის პანდემიამდელი საბაზრო ფასების გადახდა სასტუმროებისთვის არ შეუძლია. მთავრობამ სომხეთში ასევე განიხილა ბიზნესის დახმარების სხვა ზომა, კერძოდ, უპროცენტო სესხების გაცემის თემა, რათა სტიმული მისცეს სხვადასხვა აქტიურობებს. ფაშინიანის თქმით, სესხების გაცემა ფირმებსა და კერძო პირებზე პირველი აპრილისთვის უნდა დაიწყოს. სომხეთი ცდილობს შეაჩეროს კორონავირუსის გავრცელება. სომხეთიდან გავრცელებული ცნობით, 26 მარტის დილისთვის კორონვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 290-ია და ბოლო დღე-ღამეში 25-ით გაიზარდა. ფაშინიანის თქმით, ორი პაციენტიდან, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, ერთი აშშ-ის მოქალაქეა. ორივე 75 წლისა არიან. ოფიციალური ინფორმაციით, სომხეთში COVID-19-ით დაავადებული 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.    სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა 16 მარს შემოიღო. 24 მარტიდან პირველ აპრილამდე თვითიზოლაციის რეჟიმი ეხება ყველა მოქალაქეს. 

Related news

Latest News
Hashtags:   

სომხეთმა

 | 

COVID

 | 

პაციენტები

 | 

მსუბუქი

 | 

სიმპტომებით

 | 

შეიძლება

 | 

სასტუმროებში

 | 

მოათავსოს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources