Friday 10 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 15 days ago

​რესპუბლიკური საავადმყოფო: 7 სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი შვიდი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ ბრიფინგზე განაცხადა. ჩვენთან შემოვიდნენ ცხელებით, მაგრამ ამჟამად არცერთ მათგანს არ აღენიშნება და შესაძლოა მათი გატესტვაც მოხდეს. ამის შემდეგ გადაწყდება სად წავლენ, კარანტინში გადავლენ თუ თვითიზოლაციაში , - თქვა მან და განმარტა, რომ მათ კლინიკაში მარნეულიდანაც მოხვდა ჯარისკაცი. ამ ეტაპზე კიდევ ხუთი ჯარისკაცი იმყოფება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ჯერ მათი კვლევის შედეგებიც არ არის ცნობილი. თავდაცვის სამინისტროში კი განმარტეს, რომ დღეიდან ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას მხოლოდ თვითონ გაავრცელებენ. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა, მათგან 10 გამოჯანმრთელდა. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 4 346 ადამიანი, სტაციონარში კი 247.

Related news

Latest News
Hashtags:   

​რესპუბლიკური

 | 

საავადმყოფო

 | 

სამხედრო

 | 

მოსამსახურის

 | 

მდგომარეობა

 | 

დამაკმაყოფილებელია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources