Saturday 4 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

ივანე ჩხაიძე: საქართველოში ახალი კორონავირუსით 5 ბავშვია დაავადებული

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თანახმად, საქართველოში ახალი კორონავირუსით ბავშვთა დაავადების 5 შემთხვევაა დადასტურებული. ექიმის თანახმად, დაავადებულთა საერთო რაოდენობიდან გამომდინარე, 5 მცირე რიცხვი არ არის: „რა თქმა უნდა, საერთო რაოდენობიდან გამომდინარე 5 შეიძლება ჩაითვალოს რომ ბევრია, მაგრამ სამაგიეროდ მეორე მხარეა, რომ ამ ვირუსის გავლენა ბავშვის ორგანიზმზე რჩება უცვლელი, პედიატრიულ პაციენტებში ეს დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მისი განმარტებით, საქართველოში დაავადებული ბავშვებიდან არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა ფილტვების ანთება და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანის აუცილებლობა. „ასე რომ მაინც რჩება პირველადი ინფორმაცია  უცვლელად - კორონავირუსი ბავშვებში არის იშვიათი და თუ მიმდინარეობს მსუბუქად და საშუალო სიმძიმით“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ  „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. ივანე ჩხაიძის თქმით, პედიატრიული დაწესებულებების მთავარი ამოცანაა, დაავადებების დროული გამოვლენა და მათი რეფერირება იმ სამედიცინო ცენტრებში, სადაც ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ ავადმყოფებს მკურნალობენ.   26 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 77 ადამიანი.მათგან 10 გამოჯანმრთელდა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ივანე

 | 

ჩხაიძე

 | 

საქართველოში

 | 

ახალი

 | 

კორონავირუსით

 | 

ბავშვია

 | 

დაავადებული

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources