Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 13 days ago

ვაზიანის ბაზიდან კლინიკაში შეყვანილი 5 სამხედროდან 1-ს პნევმონია აქვს

როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ უთხრა ჟურნალისტებს,  5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს. ვირუსზე გამოკვლევა მათ დღეს ჩაუტარდებათ. „მოყვანილია 5 ჯარისკაცი, 4 ჯარისკაცს ტემპერატურა აღარ აქვთ. როცა მოვიდნენ, წუხელ, 37 ჰქონდათდა ცოტა ყელის ტკივილი. დღეს, ამ დილას მათი მდგომარეობა კარგია. რაც შეეხება მეხუთე ჯარისკაცს მას აღმოაჩნდა პნევმონია და სხვა პალატაშია განთავსებული“,- აღნიშნა ლალი ტურძელაძემ. კითხვაზე, იმყოფებოდენენ თუ არა სამხედროები მარნეულის საკარანტინე ზონაში, ლალი ტურძელაძემ უპასუხა, რომ სამხედროები ზონის გარეთ იმყოფებოდნენ. „ისინი საკარანტინო ზონაში შიგნით არ იყვნენ, გარეთ ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, შემდეგ წავიდნენ თავიანთ ნაწილში, იქ დაეწყოთ ტემპერატურა და იქიდან მოიყვანეს,“- განაცხადა ლალი ტურძელაძემ. თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, დღეიდან ჯარისკაცების კორონავირუსის სავარაუდო ინფიცირების შესახებ ინფორმაციას თავად უწყება გაავრცელებს.  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაში არიან. 26 მარტის 12:00  საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 77 შემთხვევა. მათგან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ვაზიანის

 | 

ბაზიდან

 | 

კლინიკაში

 | 

შეყვანილი

 | 

სამხედროდან

 | 

პნევმონია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources