Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 13 days ago

ექიმი: კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის მდგომარეობა მძიმედ რჩება

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თანახმად, კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება 62 წლის მარნეულელი ქალი. ექიმის თანახმად, მისი მდგომარეობა მცირედაა გაუმჯობესებული. „პარამეტრები მცირედ გაუმჯობესდა, მაგრამ პაციენტი მაინც ძალიან მძიმედ რჩება. ისევ ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა, მოხსნა ვერ ხერხდება ჯერჯერობით“, - უთხრა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს. მისი განმარტებით,  ახალი კორონავირუსით დაავადებული მისი ოჯახის სამ წევრს პნევმონია აქვს, მეოთხის ჯანმრთელობის  მდგომარეობა კი უკეთესია. „მისი ოჯახის 4 წევრიდან, 3 ქალი და ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, დედისა და მისი ორი შვილი თავად თავს ცუდად არ გრძნობენ, მაგრამ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე პნევმონიაა და კარგად გამოხატული პნევმონია, რაც შეეხება მათ ნათესავ ქალს, იქ მდგომარეობა უკეთესია“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ. თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 12 ადამიანი მკურნალობს. საავადმყოფოდან გუშინ გაგზავნილი ტესტები ახალ კორონავირუსზე ყველა უარყოფითი იყო. ლალი ტურძელაძის თანახმად, ამ წუთებში ისინი მარნეულიდან ახალი კორონავირუსით დაავადებულ კიდევ ერთ პაციენტს ელოდებიან. 26 მარტის დილიდ მონაცემებით, საქართველოში  ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 77 ადამიანი.მათგან 10 გამოჯანმრთელდა. 

Related news

Latest News
Hashtags:   

ექიმი

 | 

კორონავირუსით

 | 

ინფიცირებული

 | 

მარნეულელი

 | 

ქალის

 | 

მდგომარეობა

 | 

მძიმედ

 | 

რჩება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources