Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

ვაშინგტონი პასუხებს მოითხოვს ირანის ციხეში აშშ-ის FBI-ის ყოფილი აგენტის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ცნობის გარშემო

აშშ-მა ირანს მოსთხოვა, „სრული ანგარიში“ იმის თაობაზე, თუ რა დაემართა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI-ის) გადამდგარი აგენტს, რობერტ ლევინსონს, რომელზეც გავრცელდა ცნობა, რომ ირანის საპატიმროში გარდაიცვალა. „გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბობ ლევინსონი გარდაიცვალა გარკვეული დროის წინ“, განაცხადა თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, რობერტ ო’ბრაიენმა 25 მარტს ამერიკელის შესახებ, რომელიც 58 წლისა იყო, როცა ირანში დააპატიმრეს 13 წლის წინ. ირანმა „სრულ ანგარიში“ უნდა ჩაგვაბაროს იმის თაობაზე, თუ რა დაემართა ბობ ლევინსონს, სანამ აშშ შეძლებდეს მთლიანად აღიაროს, რაა მოხდა ამ საქმის გარშემო“, დასძინა ო’ბრაიენმა. ლევინსონის ოჯახმა უფრო ადრე განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობისგან მიიღო ცნობა ლევინსონის სავარაუდო ბედის თაობაზე. ოჯახის ამ განცხადების შემდეგ და ო’ბრაიენის კომენტარის გავრცელებამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის სიკვდილის ამბავს ვერ შევეგუებიო. „ლევინსონი დიდხანს იყო ავად, სანამ მას დააპატიმრებდნენ, თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ „საშინელებაა“, რასაც ოჯახი განიცდის, მაგრამ მაინც აქვს იმედი, რომ ლევინსონი ცოცხალია“. 2013 წელს იტყობინებოდა „ასოშიეიტედ პრესი“, რომ ლევინსონი, რომელიც კერძო გამომძიებლად მუშაობდა მას მერე, რაც დატოვა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყება და გამოძიების ფედერალური ბიურო, ირანში დაიკარგა, როცა “CIA-ის”-„დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსთვის“ მუშაობდა და ირანში იმყოფებოდა სადაზვერვო მისიით, რომელიც არ იყო დამტკიცებული. ეს ცნობა მოგვიანებით ლევინსონის ცოლმა დაადასტურა „სი-ბი-ეს-თან“ საუბრისას.

Related news

Latest News
Hashtags:   

ვაშინგტონი

 | 

პასუხებს

 | 

მოითხოვს

 | 

ირანის

 | 

ციხეში

 | 

ყოფილი

 | 

აგენტის

 | 

სიკვდილის

 | 

შესახებ

 | 

გავრცელებული

 | 

ცნობის

 | 

გარშემო

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources