Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

ირანმა შიდა მიმოსვლა აკრძალა

კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად, დღეიდან, 26 მარტიდან ირანში აიკრძალა ქვეყნის შიგნით, ქალაქებს შორის მიმოსვლა. ირანში მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მოქალაქეებს სახელმწიფო ტელევიზიით აცნობეს. სხვა ქალაქებში მყოფი ირანელები სახლებში დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდნენ და გზად არსად არ უნდა გაჩერდნენ. ისლამური რესპუბლიკის მთავრობა შიშობს, რომ ქვეყანას კორონავირუსის აფეთქების მეორე ტალღა ემუქრება, რადგან ნოვრუზის დღესასწაულის გამო, ბევრმა ირანელმა დაარღვია სახლში ყოფნის მითითება.  26 მარტის 11:30 საათის მონაცემებით, ირანში ოფიციალურად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 27017 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 9625. გარდაიცვალა 2077.

Related news

Latest News
Hashtags:   

ირანმა

 | 

მიმოსვლა

 | 

აკრძალა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources