Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 13 days ago

რუსეთი საერთაშორისო ავიამიმოსვლას წყვეტს

კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიის გამო, რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, აკრძალოს საზღვარგარეთ რეგულარული და ჩარტერული ავიარეისები.  პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ფედერალურ სააგენტო  „როსავიაცია“-ს დაავალა, 27 მარტიდან შეაჩეროს ავიამიმოსვლა რუსეთის აეროპორტებიდან სხვა ქვეყნებში და პირიქით. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეების დასაბრუნებლად და მთავრობის ცალკეული გადაწყვეტილებების შესასრულებლად. მიშუსტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, ჯანდაცვის, ტრანსპორტის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს და ავიაკომპანია „აეროფლოტს გაუგზავნოს ამ დროისთვის შედგენილი სია იმ მოქალაქეებისა, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების გზებს ეძებენ. უცხოეთიდან დაბრუნებულმა რუსეთის მოქალაქეებმა ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ. 26 მარტის 11:00 საათის მდგომარეობით, რუსეთში ოფიციალურად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 658 შემთხვევა, მათგან 3 გარდაცვალების და 29 გამოჯანმრთელების.

Related news

Latest News
Hashtags:   

რუსეთი

 | 

საერთაშორისო

 | 

ავიამიმოსვლას

 | 

წყვეტს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources