Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 10 days ago

სენატმა მხარი დაუჭირა ამერიკული ეკონომიკის სტიმულირებას 2 ტრილიონი დოლარით

აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო კორონავირუსის COVID-19 პანდემიის ეკონომიკური შედეგების დაძლევის საგანგებო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ამერიკული ეკონომიკის სტიმულირებას 2 ტრილიონი დოლარით. სენატის მიერ 96 ხმით მხარდაჭერილი პაკეტი მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის საავადმყოფოების დაფინანსების გაზრდას, უმუშევრად დარჩენილთა ფინანსურ დახმარებას და ბიზნესისთვის ფართომასშტაბიან საკრედიტო პროგრამას. ეს არის სიამაყის მომენტი სენატისთვის , - განაცხადა დოკუმენტის მიღების შემდეგ რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა. დოკუმენტის ძალაში შესვლას სჭირდება წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერა და შემდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერა. როგორც CNN აღნიშნავს, ეს არის აშშ-ის ისტორიაში უპრეცედენტო, საგანგებო დახმარების პაკეტი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატა დოკუმენტს პარასკევს დილით განიხილავს. 26 მარტის 10:00 საათის მდგომარეობით, აშშ ჩინეთის და იტალიის შემდეგ მესამეა COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვით. ამ დროისთვის აშშ-ში დაინფიცირდა სულ 68 489 ადამიანი. მათგან ჯერჯერობით გამოჯანმრთელებულია მხოლოდ 394. გარდაცვლილია 1032. 

Related news

Latest News
Hashtags:   

სენატმა

 | 

მხარი

 | 

დაუჭირა

 | 

ამერიკული

 | 

ეკონომიკის

 | 

სტიმულირებას

 | 

ტრილიონი

 | 

დოლარით

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources