Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

ეპისკოპოს საბას თქმით, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში დეკანოზი კორონავირუსით დაინფიცირდა

„კორონავირუსის ინფექცია ჩვენს ეპარქიასაც შეეხო და ვადასტურებ, ჩვენ გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი. მას უკვე დაუდგინდა კორონავირუსი“, - თქვა ვიდეომიმართვაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი). მისთვის უცნობია, საიდან დაინფიცირდა სასულიერო პირი, თუმცა აღნიშნავს, რომ „ეს მოხდა არა ქართველ მრევლთან შეხების დროს, არამედ ამერიკაში მცხოვრებ სხვადასხვა ადამიანებთან . როგორც ეპისკოპოსმა თქვა, თავად სასულიერო პირის თხოვნით ასახელებს, მის ვინაობას. „დღევანდელ დღეს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ არ დავმალოთ არაფერი და ნებისმიერი სიმპტომის თუკი დაგიდგინდება ვირუსის, აუცილებლად უნდა თქვა, რომ გაუფრთხილდე შენი ოჯახის წევრებს. სასულიერო პირი, რომელიც დაინფიცირებულია, არის დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი. მადლობა ღმერთს, მას არ აქვს მძიმე ფორმა ვირუსის და თითქმის უკვე დასტაბილურებულია. მას ჯვართამაღლებას წირვა არ ჩაუტარებია და არც ამ პერიოდში შეხება ჰქონია მრევლის წევრებთან”, - ამბობს ეპისკოპოსი საბა. მან ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში სასულიერო პირების მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ უწევთ დამატებითი სამუშაოს შესრულება, რადგნაც სამრევლოებს სასულიერო პირების ცხოვრება ბოლომდე უზრუნველყოფის საშუალება არ აქვთ. რამდენიმე დღის წინ ეპისკოპოსმა საბამ მრევლს შინ დარჩენისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ „საკუთარი სახლები აქციონ ეკლესიად.“ მისი გადაწყვეტილებით, ეპარქიის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა ეკლესია-მონასტერში, ღვთისმსახურებას მხოლოდ სასულიერო პირები ესწრებიან. ამასთან, როგორც ეპისკოპოსი აღნიშნავს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სასულიერო პირები მზად არიან სხვადასხვა საეკლესიო წესების შესასრულებლად, მორწმუნეებს შინ ეწვიონ. საქართველოს ტერიტორიაზე მართლმადიდებელი ეკლესიას მორწმუნეებისთვის სახლში დარჩენისკენ არ მოუწოდებია. 

Related news

Latest News
Hashtags:   

ეპისკოპოს

 | 

საბას

 | 

თქმით

 | 

ჩრდილოეთ

 | 

ამერიკის

 | 

ეპარქიაში

 | 

დეკანოზი

 | 

კორონავირუსით

 | 

დაინფიცირდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources