Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

ზუგდიდში თვითიზოლაციაში მყოფ 67 წლის კაცს კორონავირუსი დაუდგინეს

25 მარტს საქართველოში 75-ს მიაღწია ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, მათ შორის, პირველი შემთხვევა დადასტურდა ზუგდიდში. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ზუგდიდიდან იტყობინება, პაციენტი, რომელმაც ლუგარის ლაბორატორიიდან დადებითი პასუხი მიიღო, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ მიიყვანეს. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განცხადებით, 67 წლის კაცი 20 მარტს ჩამოვიდა თურქეთიდან და მას შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. „თურქეთიდან, როცა ჩამოვიდა, ის საზღვარზე შეამოწმეს, იყო ჯანმრთელი. ამის შემდეგ იყო თვითიზოლაციაში ცოლთან ერთად. მასთან კონტაქტი მხოლოდ მეუღლეს ჰქონდა, მკაცრად იცავდა თვითიზოლაციის წესებს. ასე რომ, რისკი ვირუსის გავრცელების მინიმალურია. ამჟამად მეუღლე თავს კარგად გრძნობს თუმცა იმყოფება იზოლაციაში, თავად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია“, - თქვა ნანა ოდიშარიამ. საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი 75 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან ათი გამოჯანმრთელებულია, ავსტრიის ორი მოქალაქე კი ქვეყნიდან გაემგზავრა. კარანტინის რეჟიმში კი ქვეყანაში 4055 ადამიანი იმყოფება; სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

Related news

Latest News
Hashtags:   

ზუგდიდში

 | 

თვითიზოლაციაში

 | 

კორონავირუსი

 | 

დაუდგინეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources