Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

ახლად დადასტურებული შემთხვევებიდან ერთს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის თქმით, კორონავირუსის ახლად დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც მიქელაძე ამბობს, პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მას საზღვრის კვეთის დროს თერმოშემოწმებისას აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა. „საზღვრიდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს. დადასტურების შემდგომ ის ბათუმში გააგრძელებს მკურნალობას. მას თანხმლები პირები არ ჰყოლია“, - აღნიშნავს მინისტრი. ამ დროისთვის ბათუმში ექვსი ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათ მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა.   25 მარტს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი საეჭვო შემთხვევაზე ჩატარდა გამოკვლევა და სამი პაციენტის პასუხი უარყოფითია. აჭარაში, კარანტინის ზონაში 1700 მოქალაქე იმყოფება, მათი უმეტესობა სხვა რეგიონებიდან არიან გადმოყვანილები, 100 ადამიანი კი იმყოფება თვითიზოლაციაში. საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი 75 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან ათი გამოჯანმრთელებულია. სულ ქვეყანაში  კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

Related news

Latest News
Hashtags:   

ახლად

 | 

დადასტურებული

 | 

შემთხვევებიდან

 | 

თურქეთში

 | 

მოგზაურობის

 | 

ისტორია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources