Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა

ახალი სახეობის კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევათა რაოდენობა ხუთით გაიზარდა. საქართველოში კორონავირუსი 75 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან ათი გამოჯანმრთელებულია, - იტყობინება მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252. ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა.

Related news

Latest News
Hashtags:   

საქართველოში

 | 

კორონავირუსით

 | 

ინფიცირებულთა

 | 

რაოდენობა

 | 

გაიზარდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources