Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

ნათია თურნავა: დაიწყო ქართული წარმოების პირბადეების დარიგება სასურსათო მაღაზიებში

ქართული წარმოების პირბადეების მიწოდება კომერციულ სექტორში სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებისთვის დაიწყო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პრიორიტეტი დაცულია კომერციულ სექტორშიც, სადაც პირველ რიგში პირბადეებს მიიღებენ ისინი, ვინც ყველაზე მეტადაა დაინფიცირების რისკის ქვეშ.  ნათია თურნავა სუპერმარკეტ „გუდვილში“ პირბადეების დარიგების პროცესს თავადაც დაესწრო. „ამ ეტაპზე პირბადეების მიწოდების პრიორიტეტები არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტ შეხებაში არიან სხვა ადამიანებთან და ყველაზე მეტად საჭიროებენ დაცვას ვირუსის გავრცელებისგან. მათ შორის არიან სასურსათო მაღაზიების თანამშრომლები - მოლარეები, კონსულტანტები და ასე შემდეგ, რომლებსაც გადავცემთ მრავალჯერადი გამოყენების ქართული წარმოების პირბადეებს თავისი ინსტრუქციით და ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მინისტრის ინფორმაციით, ქართული წარმოების პირბადეები დაურიგდებათ არა მხოლოდ დიდ სასურსათო მაღაზიებს, არამედ მცირე საუბნო მარკეტებსაც, რაშიც სამინისტროს დახმარებას უწევს მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაცია.  ორგანიზაცია 780 სასურსათო მაღაზიას აერთიანებს, რომლებშიც მთლიანობაში 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.   საქართველოში პირბადეების შეკერვა რამდენიმე საწარმომ დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, საქართველოში წარმოებული პირბადეების დარიგება სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე, პრიორიტეტების მიხედვით დაიწყო. კერძოდ, ამ კატეგორიაში მოხვდნენ 70 წელს გადაცილებული ადამიანები, ასევე ის საჯარო მოხელეები, რომლებიც საკარანტინო ზონებთან არიან შეხებაში, პოლიციელები და სხვა.   25 მარტის 18 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია სულ 73 ადამიანი, მათგან 10 გამოჯანმრთელდა. 

Related news

Latest News
Hashtags:   

ნათია

 | 

თურნავა

 | 

დაიწყო

 | 

ქართული

 | 

წარმოების

 | 

პირბადეების

 | 

დარიგება

 | 

სასურსათო

 | 

მაღაზიებში

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources