Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

ესპანეთმა ჩინეთს გაუსწრო COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვით

უკანასკნელ დღე-ღამეში ესპანეთში 738 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კორონავირუსს და ქვეყანამ გარდაცვლილთა რიცხვით გაუსწრო ჩინეთს, საიდანაც გავრცელდა მსოფლიოში სასიკვდილო ვირუსი. 3434 გარდაცვლილით ესპანეთი ახლა ჩამორჩება მხოლოდ იტალიას, სადაც COVID-19-ით გარდაიცვალა 6820 ადამიანი. მადრიდის საციგურაო დარბაზი სახელდახელო მორგად გადაკეთდა, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულებებს რეზერვები არ ჰყოფნით. ესპანეთის სამედიცინო პერსონალმა, რომელთა შორის ათასობით დაავადდა COVID-19-ით, სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. ისინი ჩივიან, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას აკლია საბაზისო დამცველი საშუალებები - პირბადეები, სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი და ხელთათმნები. როგორც ესპანეთის შეიარაღებული ძალების სარდალმა მიგელ ვიაროიამ განაცხადა ოთხშაბათს, მადრიდმა ნატოს მიმართა თხოვნით, დაეხმაროს მას დამცავი აღჭურვილობით. ესპანეთში მე-11 დღეა მოქმედებს 15-დღიანი საკარანტინო რეჟიმი, რომლის ვადა, როგორც ჩანს, შემდეგი 30 დღით გაგრძელდება. ესპანეთის ჯანდაცვის სისტემის ცნობით, მოხერხდა სოციალური კონტაქტების თითქმის სრული შემცირება. ესპანეთში ამ დროისთვის დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 47610 შემთხვევა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ესპანეთმა

 | 

ჩინეთს

 | 

გაუსწრო

 | 

COVID

 | 

გარდაცვლილთა

 | 

რიცხვით

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources