Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა

25 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4563 შეადგინა. ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასაც აქვეყნებს. 2020 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 428.46 მლნ ლარით, ანუ 0.92 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.41 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი მარტისათვის 46.23 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.95 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.88 პროცენტია.

Related news

Latest News
Hashtags:   

ეროვნულმა

 | 

ბანკმა

 | 

მილიონი

 | 

დოლარი

 | 

გაყიდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources