Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

მარინა ენდელაძე: ნიკა გამყრელიძე საავადმყოფოდან 1-2 დღეში გაეწერება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკა გამყრელიძეს საავადმყოფოდან 1-2 დღეში გაწერენ. ამის შესახებ განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ: „ნიკა გამყრელიძე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია, რადიოლოგიურადაც, რა თქმა უნდა ძალიან კარგი მდგომარეობა აქვს, თუმცა ჯერჯერობით ვაწარმოებთ დაკვირვებას და ერთ-ორ დღეში აუცილებლად გაეწერება. კლინიკურად აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია“, - უთხრა ტელეკომპანია „პირველს“ მარინა ენდელაძემ. „ინტერპრესნიუსის“ თანახმად კი ნიკა გამყრელიძეზე 2 დღის წინ ჩატარებულმა გამოკვლევამ ახალ კორონავირუსზე ანალიზი მცირედ დადებითი აჩვენა და მორიგი კვლევა ხვალ უნდა ჩაუტარდეს.  ნიკა გამყრელიძეს ახალი კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა. იგი საქართველოში კორონავირუსით დაავადებული რიგით მეათე პაციენტი აღმოჩნდა. მისი დაინფიცირების წყარო იტალიაში მყოფ თანამშრომელთან კონტაქტი იყო.  25 მარტის 16  საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 73 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.

Related news

Latest News
Hashtags:   

მარინა ენდელაძე

 | 

გამყრელიძე საავადმყოფოდან

 | 

დღეში

 | 

გაეწერება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources