Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

არა-ფობია - მარნეულსა და ბოლნისში კარანტინს ქსენოფობიის გაძლიერება მოჰყვა

პლატფორმა „არა-ფობიას! შეშფოთებას გამოთქვამს ქსენოფობიის იმ ტალღის გამო, რომელიც მარნეულში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში „არა-ფობიას“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი სოციალურ მედიაში ვრცელდება სიძულვილის ენის შემცველი და დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ.  „არა -ფობიას“ მოუწოდებს მედიას, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საზოგადოებაში სწორი, ზუსტი და არადისკრიმინაციული ინფორმაციის გავრცელებას, ამასთან აქტიური როლი შეასრულონ ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების ინტეგრაციაში. „ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული სისტემური პრობლემების გათვალისწინებით, (ენობრივი ბარიერები, ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ნაკლებობა, დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობა, ინტეგრაციის დაბალი დონე, ნაკლები პოლიტიკური ჩართულობა და სხვა), ვირუსის გავრცელების შემდეგ გამოვლენილი ქსენოფობიური დამოკიდებულება  კიდევ უფრო მეტად აღრმავებს არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ გარიყულობას.  მიმდინარე მოვლენების ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათავისება თითოეული მოქალაქის მხრიდან და  საზოგადოებრივი კონსოლიდაციის ხელშეწყობა”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. ისინი  მედიას სოციალურ გვერდებზე ქსენოფობიური შინაარსის კომენტარებზე  სათანადო რეაგირებას სთხოვენ, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდებენ, ხოლო სამოქალაქო აქტივისტებსა და სხვა ჯგუფებს სოციალურ მედიაში  ქსენოფობიური შინაარსის მასალების ფეისბუკისა და ტვიტერის სტანდარტების შესაბამისად გასაჩივრებას ურჩევენ. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც COVID-19 -ის შიდა გადაცემა დაფიქსირდა. 62 წლის ქალის დაინფიცირების წყარო ეპიდემიოლოგებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს.  25 მარტის 15 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 73 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.

Related news

Latest News
Hashtags:   

ფობია

 | 

მარნეულსა

 | 

ბოლნისში

 | 

კარანტინს

 | 

ქსენოფობიის

 | 

გაძლიერება

 | 

მოჰყვა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources