Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი ჩარლზი კორონავირუსით არის ინფიცირებული

დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, 71 წლის პრინცი ჩარლზი კორონავირუსით არის ინფიცირებული. მას შემდეგ, რაც მას ვირუსი დაუდგინდა, ის თვითიზოლაციაში იმყოფება შოტლანდიაში. როგორც როიტერსი იტყობინება, დედოფალ ელისაბედ II-ის უფროს ვაჟს მსუბუქი სიმპტომები აქვს და თავს კარგად გრძნობ. მის მეუღლეს, კამილას ვირუსი არ აღმოაჩნდა. როგორც სამეფო კარის წყარომ განუცხადა დღეს როიტერსს, პრინც ჩარლზს ტესტი ორშაბათს ჩაუტარეს და შედეგი სამშაბათს გახდა ცნობილი. პრინცი 93 წლის დედოფალს უკანასკნელად შეხვდა 12 მარტს. სამეფო კარის წყაროს თქმით, იმ დროისთვის ის სხვას ვერ გადასდებდა ვირუსს, ვინიდან თავად პრინც ჩარლზს არაუადრეს 13 მარტისა შეიძლება შეყროდა ინფექცია.

Related news

Latest News
Hashtags:   

ბრიტანეთის

 | 

ტახტის

 | 

მემკვიდრე

 | 

პრინცი

 | 

ჩარლზი

 | 

კორონავირუსით

 | 

ინფიცირებული

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources