Sunday 5 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

პაატა იმნაძე: კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხებათ

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს ურჩევს, ერთმანეთთან დისტანციის დაცვის რეკომენდაცია სეირნობის პროცესშიც გაითვალისწინონ და ჯგუფურად ნუ იმოძრავებენ: „სუფთა ჰაერზე სეირნობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად. გუშინ ვუყურე, ჩვენ მეგობრებთან ერთად ვსეირნობთო და უცხოებს არ ველაპარაკებითო. სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება, რადგანაც დღეს ჩვენ  დღეს რაც გვაქვს შემთხვევები საქართველოში, ძირითადად ეს არის ან ოჯახური კლასტერები, ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები”, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. იგი ურჩევს მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეამცირონ კონტაქტები, კონტაქტის დროს კი დაიცვან რეკომენდირებული დისტანცია - ღია სივრცეში მინიმუმ მეტრნახევარი, ხოლო დახურულ სივრცეში - მინიმუმ 2 მეტრი.  25 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 73 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელებულია - 10. 

Related news

Latest News
Hashtags:   

პაატა

 | 

იმნაძე

 | 

კონტაქტების

 | 

შეზღუდვა

 | 

მეგობრებსაც

 | 

ეხებათ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources