Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

COVID-19-ის გამო უცხოეთში ჩარჩენილი მოქალაქეების კიდევ ერთი ნაწილი 26 მარტს დაბრუნდება

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე, რომლებიც COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული, ავიამიმოსვლის  შეწყვეტის გამო, გამომგზავრებას ვეღარ ახერხებდნენ. მთავრობასთან კოორდინაციით, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“ 23 მარტს შეასრულა თბილისი-ბერლინი-ბათუმის რეისი, ხოლო 24 მარტს „ეგეოსის ავიახაზებმა“ ათენი-თბილისი-ათენის რეისი. მომდევნო განრიგი ასეთია: 26 მარტს შესრულდება თბილისი-ვენა-თბილისის რეისი; 31 მარტს თბილისი-ამსტერდამი-თბილისი; 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისი; 7 აპრილს თბილისი-ათენი-თბილისი; 10 აპრილს ლარნაკა-თბილისი. მგზავრთა ნაკადის ორგანიზებული მართვის და მოქალაქეების საჭიროებაზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ზემოთ მოცემული განრიგით განსაზღვრულ თითოეულ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ეტაპობრივად და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა დღეს, 25 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

Related news

Latest News
Hashtags:   

COVID

 | 

უცხოეთში

 | 

ჩარჩენილი

 | 

მოქალაქეების

 | 

კიდევ

 | 

ნაწილი

 | 

მარტს

 | 

დაბრუნდება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources