Monday 30 March 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 5 days ago

ირაკლი ჩიქოვანი: მარნეულში შემოწმებული 20 000 ადამიანიდან საყურადღებო მხოლოდ ორია

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გადამოწმებული 20 000 ადამიანიდან ტემპერატურის მატება აღენიშნა 25 ადამიანს, მათგან საყურადღებო კი მხოლოდ ორია. ამის შესახებ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. „ჯგუფებმა, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებითა და მედიკოსებით, უკვე შეძლეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონახულება, ატარებენ გარკვეულ გამოკითხვებს, უზომავენ სიცხეს და ტარდება სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. აქედან, ამ 20 000 ადამიანიდან მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, აქედან საყურადღებო იყო მხოლოდ  ორი და, შესაბამისად, ისინი მოთავსებულები არიან საავადმყოფოში მარნეულში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 25 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულად 73 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 10 გამოჯანმრთელდა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ირაკლი

 | 

ჩიქოვანი

 | 

მარნეულში

 | 

შემოწმებული

 | 

ადამიანიდან

 | 

საყურადღებო

 | 

მხოლოდ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources