Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

სამხედროები მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის რეჟიმს სპეცსაშუალებებითაც აკონტროლებენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროები მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის დაცვას დრონის, თერმული, ღამის ხედვისა და დღის პირობებში ოპტიკური საშუალებებითაც აკონტროლებენ. თავდცავის სამინისტროს ინფორმაციით, ამ საშუალებებს სამხედროები იყენებენ ე.წ. მეორეხარისხოვანი გზების 24-საათიანი კონტროლისთვის. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აკონტროლებენ სპეციალურად მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კარანტინის ზონაში 6 სტაციონარული და 1 მობილური საკონტროლო პუნქტია. დღე-ღამის განმავლობაში მობილური ჯგუფი სტაციონარულ პუნქტებს შორის ავტომანქანებით პატრულირებს, სტაციონარული პუნქტიდან კი, ქვეითი პატრული შემოვლით გზებს აკონტროლებს. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სამხედროების მიერ დაუყოვნებლივ ხდება დარღვევის ფაქტის აღკვეთა. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ასევე, აკონტროლებენ ხუთ შესასვლელს ბოლნისსა და კაზრეთში და თეთრიწყარო-მარნეულისა და წითელი ხიდი-რუსთავის დამაკავშირებელ გზებზე. საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე სამხედრო მოსამსახურეები ამოწმებენ ყველა შემსვლელ-გამომსვლელ პირს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფი სპეციალური ხსნარით ამუშავებს ტერიტორიაზე შემავალ და გამავალ ავტოტრანსპორტს. დანაყოფი აღჭურვილია ნატოს სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით, რომელიც სხვადასხვა ეპიდემიის და მსგავსი შემთხვევების ლიკვიდაციისთვის გამოიყენება. თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი საგუშაგოებთან გაშლილ საველე კარვებში მოქალაქეებს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს. საქართველოს მთავრობამ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი 23 მარტს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც COVID-19-ით მარნეულელი ქალის დაინფიცირება, პირველადი შეფასებით, შიდა გადაცემის შემთხვევად მიიჩნიეს.

Related news

Latest News
Hashtags:   

სამხედროები

 | 

მარნეულსა

 | 

ბოლნისში

 | 

კარანტინის

 | 

რეჟიმს

 | 

სპეცსაშუალებებითაც

 | 

აკონტროლებენ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources