Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

ბათუმის საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 5 პაციენტი იმყოფება

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ COVID-19-ით დაავადებულ 5 პაციენტს. ექიმების ინფორმაციით, ოთხის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი, საშუალო სიმძიმის. მას მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის პერიოდული გართულება აქვს. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან გადაიყვანეს კიდევ ოთხი პაციენტი, რომლებსაც ახალი კორონავირუსის სიმპტომები აქვთ. მათი ტესტირების შედეგი დღის ბოლოს გაირკვევა. ოთხივე ევროპაში მოგზაურობდა. 25 მარტის 12:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 73 შემთხვევა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 10. 73 ინფიცირებულიდან 2 ავსტრიის მოქალაქეა და ისინი სამშობლოში გაამგზავრეს. კორონავირუსით საქართველოს სამი მოქალაქე გარდაიცვალა ესპანეთში.

Related news

Latest News
Hashtags:   

ბათუმის

 | 

საავადმყოფოში

 | 

COVID

 | 

დიაგნოზით

 | 

პაციენტი

 | 

იმყოფება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources