Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

კორონავირუსის სიპტომებით კლინიკაში 9 დღის ბავშვი მოათავსეს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის სიპტომებით 9 დღის ბავშვია მოთავსებული. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზების პასუხს ელოდებიან: გუშინ მარნეულიდან გადმოიყვანეს 9 დღის ახალშობილი, რომელიც მოთავსებულია როგორც საეჭვო შემთხვევა. სუნთქვის მწვავე უკმარისობით და მწვავე რესპირატორული სინდრომით. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია . ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 73 შემთხვევა დადასტურდა. მომეტებული საფრთხის გამო კარანტინი გამოცხადდა და ჩაიკეტა ბოლნისისა და მარნეულის რაიონები.

Related news

Latest News
Hashtags:   

კორონავირუსის სიპტომებით კლინიკაში

 | 

ბავშვი

 | 

მოათავსეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources