Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

მარინა ეზუგბაია: სამი ახალი შემთხვევიდან ერთი უკავშირდება საფრანგეთს, ორი - აშშ-ს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თანახმად, ახალი კორონავირუსით დაავადებული სამი ახალი პაციენტიდან ორის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო ერთის ისტორია საფრანგეთს უკავშირდება: „გუშინდელი დღის განმავლობაში შემომატებული 3 პაციენტიდან 2 არის ამერიკის ისტორია, ერთი საფრანგეთის ისტორია...როგორც იძახიან, ყველა იმპორტირებული შემთხვევაა ჯერჯერობით. მე არ ვიცი ეს როგორ შენარჩუნდება ქვეყანაში, კრიტერიუმი დაავადების შესაძლო შემთხვევის განმარტებად კვლავ რჩება მოგზაურობის ისტორია და კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით საავადმყოფოში განთავსებამდე ყველა პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. 25 მარტის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით საქართველოში 73 ადამიანია დაინფიცირებული. 73 ინფიცირებულიდან 2 ავსტრიის მოქალაქეა და ისინი სამშობლოში გაამგზავრეს. კორონავირუსით საქართველოს სამი მოქალაქე გარდაიცვალა ესპანეთში.

Related news

Latest News
Hashtags:   

მარინა

 | 

ეზუგბაია

 | 

ახალი

 | 

შემთხვევიდან

 | 

უკავშირდება

 | 

საფრანგეთს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources