Monday 30 March 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 5 days ago

მარინა ეზუგბაია: მეათე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, გუშინ, 24 მარტს ცენტრი დატოვა მეათე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. შესაბამისად თბილისის ინფექციური საავადმყოფოში ამ დროისათვის მკურნალობას 32 პაციენტი განაგრძობს. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში 32 პაციენტია, ხოლო  ქვეყნის მასშტაბით დანარჩენ ხუთ კლინიკაში 41. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო ახალი სამი პაციენტიდან 2 განთავსდა. 25 მარტის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით საქართველოში 73 ადამიანია დაინფიცირებული. 73 ინფიცირებულიდან 2 ავსტრიის მოქალაქეა და ისინი სამშობლოში გაამგზავრეს. კორონავირუსით საქართველოს სამი მოქალაქე გარდაიცვალა ესპანეთში.

Related news

Latest News
Hashtags:   

მარინა

 | 

ეზუგბაია

 | 

მეათე

 | 

გამოჯანმრთელებულმა

 | 

პაციენტმა

 | 

დატოვა

 | 

ჩვენი

 | 

კლინიკა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources