Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

WHO ვარაუდობს, რომ აშშ გახდება COVID-19-ის გლობალური პანდემიის ეპიცენტრი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში (WHO) მიიჩნევენ, რომ უახლოეს ხანში შესაძლოა, აშშ იქცეს კორონავირუსის(COVID-19) გლობალური პანდემიის ეპიცენტრად. ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარგარეტ ჰარისის განცხადებით, აშშ-ში მოხდა დიდი ეპიდაფეთქება, რომელიც ძლიერდება. ჰარისის ინფორმაციით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 85% მოდის ამერიკასა და ევროპაზე და მათგან 40% შეერთებულ შტატებზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, აშშ-ში ტესტირების მასშტაბის გაზრდა ხელს შეუწყობს დააავადების ზრდის ტემპის შეჩერებას. 25 მარტის დილის მდგომარეობით აშშ-ში სულ დაავადდა 51 881 ადამიანი. მათგან 782 გარდაიცვალა. განიკურნა 378.

Related news

Latest News
Hashtags:   

ვარაუდობს

 | 

გახდება

 | 

COVID

 | 

გლობალური

 | 

პანდემიის

 | 

ეპიცენტრი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources