Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

კინზინგერმა და თალაკვაძემ COVID-19-თან ბრძოლასა და ეკონომიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს. ამის შესახებ კონგრესმენი ტვიტერზე წერს: შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა არჩილ თალაკვაძესთან საქართველოსა და მის ბრძოლაზე COVID-19-თან, ასევე ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ყველანი ვიქნებით. ჩვენი მეგობრობა და კავშირი ისეთივე მტკიცეა, როგორც ადრე“. კონგრესმენი კინზინგერი ჩართული იყო საარჩევნო სისტემაზე საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკებაში. ბოლო თვეებში კინზინგერმა რამდენჯერმე გამოთქვა შეშფოთება და კრიტიკული შენიშვნები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების, კერძოდ, საარჩევნო სისტემაზე შეუთანხმებლობის და პოლიტიკურ იარაღად სასამართლოს სავარაუდო გამოყენების გამო.  2020 წლის თებერვალში ადამ კინზინგერი ვაშინგტონში შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. ამერიკელ კონგრესმენს დიალოგი ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. დაახლოებით ორი კვირის წინ, ადამ კინზინგერი მიესალმა საარჩევნო სისტემაზე ქართული ოცნების და ოპოზიციის შეთანხმებას და ქართველ ხალხს მიულოცა დიდი ხნის ბრძოლით მიღწეული დემოკრატიული რეფორმა.  

Related news

Latest News
Hashtags:   

კინზინგერმა

 | 

თალაკვაძემ

 | 

COVID

 | 

ბრძოლასა

 | 

ეკონომიკურ

 | 

გამოწვევებზე

 | 

ისაუბრეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources