Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

თენგიზ ცერცვაძე: თუ ეს „ფეიკნიუსი“ იყო, მას [ნოდარ რუხაძეს] ბოდიშს მოვუხდიდი

„დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად წავიკითხე, მისი [ნოდარ რუხაძის] სახელი და გვარი ეწერა და ფოტოც იდო. არ ვარ დარწმუნებული, ეს იყო ნამდვილი თუ - ე.წ.  „ფეიკნიუსი“, - ასე განმარტა „ტვ პირველის“ ეთერში შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საკუთარი განცხადება. ყალბი ამბების გავრცელებით ცნობილმა „ფეისბუკის“ გვერდმა „სირცხვილის კორიდორმა“ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტის ნოდარ რუხაძის სახელით ყალბი ციტატა გამოაქვეყნა: „ნოდარ რუხაძე: თაობათა ცვლი ამბავში კარგი რაღაც მგონია ეს კორონავირუსი თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის ძირითადად 70 წლის ხალხს კლავს“. „პოსტივის“ ეთერში, შალვა რამიშვილის ტოკშოუში სტუმრობისას ცერცვაძემ უკმაყოფილება გამოთქვა ამ ციტატის შესახებ, მისთვის უცნობი იყო, რომ ეს სიტყვები ნოდარ რუხაძეს არ ეკუთვნოდა. კლინიცისტს ნოდარ რუხაძე „ფეისბუკზე“ გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ უარყო ციტატის ნამდვილობა. „სოციალურ ქსელში თქვენ მიერ წაკითხული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე გლობალური პანდემია დადებით მოვლენად მიმაჩნია, არის ტყუილი. არასოდეს მითქვამს, რომ მოხუცების სიკვდილი კარგია. ჩვენი ქვეყნის ტრაგედია არ მახარებს. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ბებიები და საუკეთესო ბაბუა. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მეტად მე არაფერს ვუფრთხილდები”, - აღნიშნა რუხაძემ. მოგვიანებით, „ტვ პირველის“ წამყვანმა თამარ ჩიხლაძემ ცერცვაძეს რუხაძის პოზიცია გააცნო, რაზეც ექიმმა თქვა: „თუ ეს ასეა, რომ ეს იყო „ფეიკნიუსი“ და ალბათ ასეა, რადგან ეს ახალგაზრდა ასე წერს, რომლის გვარი მე არ დამისახელებია და იმ გადაცემაში არც შალვა რამიშვილს არ უთქვამს თუ მერე თქვა, არ ვიცი. თუ ეს იყო „ფეიკნიუსი“ მე ძალიან კმაყოფილი დავრჩები და ამაღლებული განწყობით გავალ აქედან, რომ ეს იყო „ფეიკნიუსი“. ის წყენა და დისკომფორტი, რაც მას ამით მიადგა, კარგი არ არის, მაგრამ მცირეა, იმასთან შედარებით თუ ეს იქნებოდა სინამდვილე. სიამოვნებით თუ ეს „ფეიკნიუსი“ იყო, მას ბოდიშს მოვუხდიდი“. კორონავირუსის შესახებ „სირცხვილის კორიდორი პერიოდულად ავრცელებს ყალბ ამბებს და მისი ერთ-ერთი სამიზნე არის სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია .

Related news

Latest News
Hashtags:   

თენგიზ

 | 

ცერცვაძე

 | 

„ფეიკნიუსი“

 | 

ნოდარ

 | 

რუხაძეს

 | 

ბოდიშს

 | 

მოვუხდიდი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources