Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

ვახტანგ გომელაური მარნეულში საკარანტინო პერიმეტრის დრონებით კონტროლს დაესწრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის (COVID -19) გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. სამინისტროს ცნობით, გომერლაურმა საკონტროლო გამშვები საგუშაგოები დაათვალიერა, საგუშაგოზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს გაესაუბრა და გამშვებ პუნქტებში არსებული ვითარებისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვახტანგ გომელაური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონებით საკარანტინო პერიმეტრის კონტროლისა და მონიტორინგის პროცესსაც დაესწრო. მინისტრი, ასევე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მარნეულში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში, რომელიც 100 პაციენტზეა გათვლილი. ვახტანგ გომელაურმა საველე ჰოსპიტალში მიმდინარე სამუშაოების და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსისგან პირადად მოისმინა. ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, საგუშაგოებს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. საქართველოში კორონავირუსი სულ 70 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან ინფექციური საავადმყოფოს ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252. ახალი სახეობის კორონავურისის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ვახტანგ

 | 

გომელაური

 | 

მარნეულში

 | 

საკარანტინო

 | 

პერიმეტრის

 | 

დრონებით

 | 

კონტროლს

 | 

დაესწრო

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources