Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

„ზემო ლარსის“ პუნქტზე გაჭედილია 40-მდე უკრაინელი მძღოლი - ლუჰანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან

საქართველოს ტერიტორიაზე, „ზემო ლარსის“ მხარეს, გაჭედილია 40-მდე უკრაინელი მოქალაქე - თვითგამოცხადებული ლუჰანსკის რესპუბლიკის მცხოვრები, რომელიც ვერ ახერხებს სატრანსპორტო საშუალებებით რუსეთში გადასვლას. ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ აცნობა ერთ-ერთმა მძღოლმა, სახელად - ვასილიმ, რომლის თქმითაც 22 სატვირთო ავტომანქანა უკვე მე-6 დღეა იმყოფება „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან.   რუსეთის პრემიერ-მინისტრ, მიშუსიტინის განკარგულება, მძღოლის თქმით, უფლებას აძლევს თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებლებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას.   უკრაინელი მძღოლები, რომელთა მდგომარეობა დღითი-დღე უარესდება, ვერ ახერხებენ თავიანთი ქვეყნის საელჩოსთან დაკავშირებას.   „ხალხი რეკავდა. იქ, ცხადია, ჩუმად არიან. აქ კი ხალხი საარსებო საშუალების გარეშე ვართ! სიტყვები არ მყოფნის! აქ ჩვენს მიმართ ისეთი დამოკიდებულებას ვხედავ, რაც არ ყოფილა მთელი იმ ხუთი წლის განმავლობაში, რაც საქართველოში დავდივარ - არის ყვირილი და ჩხუბი“, - აღნიშნავს ვასილი.   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ეხო კავკაზას“ განუცხადეს, რომ რუსეთი არ ღებულობს მესამე ქვეყნების მოქალაქეებს და მათ არ იციან პასუხის შეკითხვაზე, თუ ვინ დაეხმარება „ზემო ლარსის“ სასაზღვრო პუნქტზე გაჩხერილ მძღოლებს.   სხვა ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის შიდა დადგენილებით გადაწყვეტილია, რომ არ გაუშვან მესამე ქვეყნების მოქალაქეები „ზემო ლარსის“ სგპ-ის გავლით, იმისდა მიუხედავად, რომ რუსეთის მთავრობის 19 მარტის დადგენილება მათთვის გამონაკლისს ითვალისწინებს.   სახალხო დაცველის ოფისში აცხადებენ, რომ შექმნილ ვითარებაში პრობლემის მოგვარებაზე უკრაინის ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს.   უკრაინის საელჩოს ცხელ ხაზზე „ეხო კავკაზას“ განუცხადეს, რომ ვინაიდან ისინი დაკავებული არიან მიცვალებულების ან მძიმედ დაავადებულთა ტრანსპორტირებით, ამ პრობლემაზე დაკავშირებოდნენ უკრაინის დიპოლომატიურ მისიას. მაგრამ ჩვენ კოლეგების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.  

Related news

Latest News
Hashtags:   

„ზემო

 | 

ლარსის“

 | 

პუნქტზე

 | 

გაჭედილია

 | 

უკრაინელი

 | 

მძღოლი

 | 

ლუჰანსკის

 | 

თვითგამოცხადებული

 | 

რესპუბლიკიდან

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources