Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

დღეს ღამით, 24:00 საათიდან თბილისის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხვა დაიწყება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, - იუწყება თბილისის მერია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამუშაოებში ჩართული იქნება 60 ერთეული ტექნიკა. „ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დღეს ღამით ვიწყებთ. სადეზინფექციო სამუშაოები ქუჩებზე განხორციელდება, სადაც გაჩერებები და მეტროს შესასვლელებია. ღონისძიება რამდენიმე დღე გაგრძელდება, ამის შემდეგ კი უკვე ინდივიდუალურად დავიწყებთ მხოლოდ და მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო სამუშაოებს. როგორც იცით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი -ავტობუსები, მეტროსადგურები ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება სპეციალური ხსნარებით. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჯანმრთელობისთვის ეს პრეპარატი საშიში არ არის და არავინ შეშინდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ ტექნიკის დათვალიერების დროს. სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით, ხოლო სამუშაოების ჩატარების ლოკაციები და განრიგი თბილისის მერიასთან შეთანხმებით შეირჩება. დეზინფექციას მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების შემდეგ დაიწყებენ. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები. საქართველოში კორონავირუსი (COVID - 19) სულ 70 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან ინფექციური საავადმყოფოს ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252. ახალი სახეობის კორონავურისის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული.

Related news

Latest News
Hashtags:   

ღამით

 | 

საათიდან

 | 

თბილისის

 | 

ქუჩების

 | 

სადეზინფექციო

 | 

საშუალებებით

 | 

მოირეცხვა

 | 

დაიწყება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources