Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

თალაკვაძე: როცა საჭიროება იქნება, საყოველთაო თვითიზოლაციისა და კარანტინისთვისაც მზად ვართ

„ამ მომენტისთვის ეპიდსიტუაციია შესაბამისი ზომები მიღებულია, თუმცა თუ საჭირო იქნება არ გამოვრიცხავთ, საყოველთაო თვითიზოლაცია ან საყოველთაო კარანტინიც გამოვიყენოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველო სწორად მართავს სიტუაციას და ახერხებს ვირუსის გავრცელების შეკავებას. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ეს იმას  არ ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მოდუნდეს, რადგან მსოფლიოში გრძელდება პანდემია. „თუ შემთხვევათა მკვეთრი ზრდა გვექნება, ჩვენ უნდა მივიღოთ დამატებითი ზომებიც. როგორც კი მარნეულისა და ბოლნისის შემთხვევაში რისკები გამოიკვეთა, მთავრობამ იმოქმედა მყისიერად და იქ შემოიღო კარანტინის გამკაცრებული რეჟიმი. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება დასაბუთებულად, ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს საჭიროა და ზუსტად იმ ამოცანებისთვის, რომელიც იმ მომენტში დგას, ვინაიდან ჩვენთვის არანაკლებ კრიტიკულია ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ამ ვითარებაში ძალიან იზღუდება და მცირდება“, - ამბობს თალაკვაძე. საქართველოში კორონავირუსი სულ 70 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან ინფექციური საავადმყოფოს ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252. ახალი სახეობის კორონავურისის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა.

Related news

Latest News
Hashtags:   

თალაკვაძე

 | 

საჭიროება

 | 

იქნება

 | 

საყოველთაო

 | 

თვითიზოლაციისა

 | 

კარანტინისთვისაც

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources