Wednesday 8 April 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

ინდოეთში 21 დღიანი კარანტინი გამოცხადდა

ინდოეთის ხელისუფლებამ 21 დღიანი კარანტინი გამოაცხადა კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად. სამკვირიანი კარანტინი ყველა ქუჩაში, რაიონსა და დასახლებულ პუნქტში განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.   „თუ თქვენ 21 დღის განმავლობაში არ დაიცავთ ამ მოთხოვნას, მაშინ ქვეყანა 21 წლით დაიხევს უკან. ერთადერთ საშუალებას სოციალური დისტანცირება და ერთმანეთთან მიახლოებისას დისტანციის დაცვა წარმოადგენს. კორონავირუსის თავიდან აცილების სხვა საშუალება არ არსებობს“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ.   მაგრამ ცხადი არ არის, თუ როგორ განხორციელდება სურსათითა და სხვა აუცილებელი ნივთებით ადამიანების მომარაგება კარანტინის განმავლობაში 1,3 მიალიარდიან ქვეყანაში.   მანამდე ინდოეთში ერთდღიანი საცდელი კარანტინი გამოცხადდა. პრემიერ-მინისტრმა მოდიმ მოქალაქეებს მოუწოდა აივნებიდან დაეკრათ ტაში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის. მაგრამ ბევრმა ინდოელმავერ გაიგო სწორედ ეს მოწოდება, ქუჩაში გავიდა და მასობრივი დღესასაწაული მოაწყო ცეკვების თანხლებით.   ინდოეთში ამ დროისათვის დარეგისტრირებული კორონავირუსით დაინფიცირების 500 შემთხვევა. 10 პაციენტი გარდაიცვალა. 

Related news

Latest News
Hashtags:   

ინდოეთში

 | 

დღიანი

 | 

კარანტინი

 | 

გამოცხადდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources